085

2020-03-11

საქართველოს წითელი ჯვრის თანამშრომლების საინფორმაციო შეხვედრა

საქართველოს ,,წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით“, თბილისის ღია უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ახალი #კორონავირუსის (#COVID-19) შესახებ.

შეხვედრა სარეკომენდაციო ხასიათის იყო და წითელი ჯვრის ჯანდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიაწოდეს ზოგადი ინფორმაცია ვირუსის გავრცელების გზებზე, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებზე და პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის გამოყენების ზოგადი პრინციპებზე.