085

2020-11-29

სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მორიგი სრული, უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა!

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სამართლის სკოლის ,,სამართლის” საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სრული, უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.
უნივერსიტეტი ულოცავს სამართლის სკოლას, სტუდენტებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებას!