085

2020-10-03

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დაარსებიდან 2 წლის საიუბილეო ღონისძიება

2 ოქტომბერს გაიმართა სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის - დაარსებიდან 2 წლის საიუბილეო ღონისძიება. 

სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი თბილისის ღია უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საუნივერსიტეტო ბაზაზე ერთობლივად დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია. ცენტრი არის საჯარო და კერძო უნივერსიტეტებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის საუკეთესო მოდელი, რომელიც აწარმოებს ინტერდისციპლინურ კვლევას სამართლებრივ-ეკონომიკურ აქტუალურ საკითხებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები, აკადემიური წრის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში სამართლის და ეკონომიკის ცენტრსა და საქართველოს უზენაესს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.

ფოტოგალერეა: https://tou.edu.ge/photo-gallery/37