085

2019-06-07

სამუშაო შეხვედრა მეცნიერების განვითარებაში მიმდინარე პროცესებზე

6 ივნისს თბილისის ღია უნივერსიტეტს ესტუმრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გააცნო ფონდის საკონკურსო და საგრანტო შესაძლებლობები, ასევე, მეცნიერების განვითარებაში მიმდინარე რეფორმები და განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე, ასევე, მოხსენება გააკეთა თოუ-ს პარტნიორი ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარმა დოქტორმა არჩილ ჩოჩიამ, რომელმაც ისაუბრა აკადემიურ ჟურნალებზე, ციტირების ინდექსზე  და აკადემიური პროფილის მართვაზე ესტონეთის მაგალითზე.