085

2019-07-04

საზაფხულო სკოლის გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ერთობლივად შემუშავებულმა კომბინირებულმა სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა ,,ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითზე)“ მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი.

საგრანტო პროექტის ფარგლებში საზაფხულო სკოლა გაიხსნა მ/წლის 01 ივლისს და გაგრძელდება 06 ივლისის ჩათვლით.

პროექტი მოიცავს სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებს და მასში ჩართული არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.

კომბინირებულ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი რანგის მეცნიერები.

აღნიშნულ თემაზე,  მ/წლის ოქტომბრის თვეში დასკვნითი სახით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია.