085

2019-11-27

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ”ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის გლობალური პერსპექტივები"

 

26 ნოემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: ”ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივის გლობალური პერსპექტივების” შესახებ.

კონფერენციაში გარდა ქართველი მეცნიერ-პროფესორებისა მონაწილეობა მიიღეს ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი), რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტის (იტალია) და ლანჭოუს უნივერსიტეტის (ჩინეთი) ექსპერტებმა.

კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა ,,ერთი საერტყელი ერთი გზის ინიციატივასთან“ დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხები. დისკუსია შეეხო ,,ერთი საერტყელი ერთი გზის ინიციატივის“ როგორც გლობალური, ისე რეგიონული შინაარსის პრობლემებს.

მეტი ფოტო: https://tou.edu.ge/photo-gallery/33