085

2019-12-27

შიდა ტურნირების დაჯილდოვება

26 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში გაიმართა შიდა ტურნირების (მინი ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი) დაჯილდოვება.

ტურნირის მიზანი TOU-ს სპორტული გუნდების ჩამოყალიბება იყო, რომლებიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეჯიბრებაში.

გამარჯვებულებს თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა გადასცა შესაბამისი მედლები და სერტიფიკატები.