085

2019-11-19

შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა პირველი საერთაშორისო ფორუმი

2019 14 ნოემბერს, საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის ორგანიზებით, შვედური ინსტიტუტის (Swedish Institute / www.si.se) დაფინანსებით და საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით დაიწყო აღმოსავლეთ ევროპაში შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა პირველი საერთაშორისო ფორუმი.

კონფერენციის პირველ დღეს უმასპინძლა ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა.

ღონისძიების თემებია: შვედურ-ქართული ურთიერთობები, აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლისთავი, ახალგაზრდების ჩართულობა სამეცნიერო აქტივობებში, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები და კურსდამთავრებულთა ქსელების მართვა.

 შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი დელეგატები უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის,  აზერბაიჯანის და სომხეთის კურსდამთავრებულთა ასოციაციებიდან.

ღონისძიების მოდერატორობას უზრუნველყოფს საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის თავმჯდომარე, თბილისის ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გოგა კიკილაშვილი.

 

ღონისძიების საპატიო სპიკერები არიან:

ულრიკ თიდესტრომი - საქართველოსა და სომხეთში შვედეთის სამეფოს ელჩი;

ირინა შამილაძე - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე;

კახა ხანდოლიშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 

ამირან კავაძე - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში (2006-2011); შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;

გიგი გოლეთიანი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის, აღმოსავლეთის პარტნიორობის, პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი;

დავით მიქელაძე - საქართველოში შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, საკონსულტაციო სააგენტო “PRIME STUDY“-ის დირექტორი;

გიორგი ჭანტურია - კოალიციის „განათლება ყველასთვის“ დირექტორი;

ვლადიმერ აფხაზავა - წლის პედაგოგი.