085

2017-10-23

სიმპოზიუმი ჩინეთში

 

15 ოქტომბერს თბილისის ღია უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთში, ქალაქ ქსიამენში კონფუცის ინსტიტუტების დირექტორთა სამუშაო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა, სადაც 33 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელმა კონფუცის ინსტიტუტების განვითარების სხვადასხვა საკითხი განიხილა. ღონისძიებას კონფუცის ინსტიტუტის სათავო ოფისი და ქსიამენის უნივერსიტეტი მასპინძლობდნენ. 

თბილისის ღია უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის კლასი სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება.