085

2020-09-08

სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი სტუდენტების შესახებ!

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის წესი და პირობები.

სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა 2020 წლის 1-ლი სექტემბრის მდგომარეობით ტოლია ან ნაკლებია 150 000 - ზე, დაუფინანსდებათ ერთი სემესტრის სწავლის საფასური (1125 ლარი). აღნიშნული დაფინანსება, ასევე, ეხება იმ სტუდენტებსაც რომლებსაც უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ ფინანსური დავალიანება.

სტუდენტის ჩართულობა დაფინანსების მიღებად  საჭირო არ არის, პროცესი რეგულირდება უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის.

პროგრამაში მოსახვედრად აუცილებელი პირობაა სტუდენტს ქონდეს აქტიური სტატუსი.

 

  1. სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს სხვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი, რომელიც ეხება 13 კატეგორიის სტუდენტებს: სოციალურად დაუცველებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 70 000-ს, ობლებს, მრავალშვილიანებს (4 და მეტი), შშმ პირებს და აუტისტებს, მაღალმთიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს, მათ შორის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და სხვ.

აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა 7 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://socreg.mes.gov.ge/login/