085

2019-03-29

სტიპენდია ყველა აბიტურიენტს

თბილისის ღია უნივერსიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო:  

თოუ  მომავალი სტუდენტების შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ამიტომ, უკლებლივ ყველა აბიტურიენტს,  ღია უნივერსიტეტში ჩარიცხვის დღიდანვე , სტიპენდიატის სტატუსს გაუაქტიურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ   ყველა პირველკურსელს  გაეხსნება სასტიპენდიო ანგარიში.

სტიპენდია აკუმულირდება  სასწავლო წლის განმავლობაში და წლის ბოლოს მას სტუდენტი  ერთიანად  მიიღებს.

 სტიპენდიის რაოდენობა განისაზღვრება   სტუდენტის აკადემიური მოსწრებიდან და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობიდან გამომდინარე,  ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის მონაცემების მიხედვით .

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ წლის განმავლობაში 2000 ლარამდე სტიპენდია დააგენერირონ.

,,სტიპენდიატის სტატუსის“ მინიჭების შესახებ ღია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტში ჩარიცხულ ყველა აბიტურიენტს გაუფორმებს  ინდივიდუალურ ხელშეკრულებას  და განუსაზღვრავს იმ  კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილებაც  იქნება საჭირო სტიპენდიატის სტატუსის შენარჩუნებისა და  სტიპენდიის მოპოვებისათვის . 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdDdQlZ5qFwBODVsUPNrbSwAvDkx6T02E1-qwhwiIc2yPPeoA/viewform