085

2019-05-08

სტუდენტური ფესტივალი 2019

8 მაისს თბილისში ,,სტუდენტური ფესტივალი 2019" გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, მათ შორის თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და  16 მაისამდე გაგრძელდება.