085

2017-10-12

თანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ღია უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ნოდარ პაპუკაშვილმა მოაწერეს. 

მემორანდუმის ფარგლებში TOU-ს სტუდენტებს ქალაქის მერიის სიტემაში სტაჟირების გავლა შეეძლებათ. ასევე, მემორანდუმი მიზნად ისახავს ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბებას TOU-სა და თბილისის მერიას შორის, რომელიც თანამშრომლობის განმტკიცებასა და საჯარო სამსახურის სფეროში გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.