085

2019-06-13

თანამშრომლობის მემორანდუმი TOU-ს სამართლის სკოლასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის

11 ივნისს თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ქეთევან ცხადაძემ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ირაკლი ფორჩხიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს სამართლის სკოლებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, კვლევითი საქმიანობის და სოციალური აქტივობების განხორციელებას.