085

2020-03-21

თბილისის ღია უნივერსიტეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს ორ მოქალაქეს სწავლას დაუფინანსებს!

ჩააბარე მაღალი ქულებით „ღია უნივერსიტეტში“ და ისწავლე უფასოდ - საქართველოში აკრიდიტებული ღია უნივერსიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში აბიტურიენტებსა და სტუდენტებს მაღალი ხარისხის აკადემიურ პროგრამებს სთავაზობს, ახალი ინიციატივით გამოდის.

ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ქართული ენის არცოდნას ასახელებენ.


მოსწავლეები სახელმწიფო ენას 12 წლის განმავლობაში სწავლობენ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მათი უმეტესობა გამართულად ვერ საუბრობს.

ახალგაზრდებს ენის თავიდან შესწავლა უწევთ უკვე სტუდენტის სატატუსით, როცა ისინი „1+4 „ პროგრამით აბარებენ უნივერსიტეტებში და ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენას ეუფლებიან.

თბილისის ღია უნივერსიტეტი წლების განმავლობაში მუშაობდა ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მისცემდა შესაძლებლობას, ეფექტიანად შეესწავლათ ქართული ენა, რაც სასწავლო პროცესის დროს მათ ხელს შეუწყობდა არჩეული პროფესიის დაუფლებაში და ,შესაბამისად, დასაქმების რეალურ შესაძლებლობას მისცემდა.
დასაქმების ბაზარზე კი სახელმწიფო ენისა და მშობლიური ენის ცოდნა გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებდა მათ.
თბილისის ღია უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების ახალი საგანმანათლებლო პროგრამა უკვე შემუშავებულია და პასუხობს ყველა მოთხოვნას იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვან სტუდენტებს ქართულენოვან აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციასა და ხარისხიანი განათლების მიღებაში.


რა უპირატესობა აქვს თბილისის ღია უნივერსიტეტის ქართული ენის შესწავლის პროგრამას?

• პროგრამა შემუშავებულია ენების სწავლა-სწავლების და ინტერკულტურული განათლების თანამედროვე მიდგომების შესაბამისად. პროგრამის დიზაინი ითვალისწინებს სამეტყველო კომუნიკაციის კომპეტენციების სამივე - ლინგვისტურ, სოციოლინგვისტურ და პრაგმატულ შემადგენელზე მუშაობას

• პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები სრულფასოვნად ჩაერთონ ყოფით სიტუაციებსა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გაეცნონ აკადემიური სივრცის კულტურას და განივითარონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უნარ-ჩვევები.

• გარდა არსებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსებისა, პროგრამის სამუშაო ჯგუფის მიერ შექმნილია კონკრეტულად თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ხედვებსა და მიზნებზე მორგებული ენის სასწავლო მასალები.

• პროგრამა წინასაბაკალავროა და მისი მთავარი მიზანია სტუდენტთა საბაკალავრო საფეხურისთვის მომზადება, ამიტომ უნივერსიტეტში მოქმედ საბაკალავრო პროგრამების აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით შემუშავებულია დარგობრივი ენის სასწავლო მასალები, რომლის მეთოდური ორიენტირი ენისა და საგნის (შინაარსის) ინტეგრირებული სწავლებაა.

https://www.marneulifm.ge/ka/siakhleebi/ganatleba/article/27766-ghia-universiteti-or-saqarthvelos-moqalaqe-ethnikur-umciresobas-stsavlas-daufinansebs