085

2020-03-11

თბილისის ღია უნივერსიტეტი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის!

ძვირფასო სტუდენტებო და პროფესორებო!

მაღალი  სოციალური პასუხისმგებლობის და  ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი  განახლდეს 16 მარტიდან, დისტანციური სწავლების რეჟიმში.

 გამოყენებული იქნება  სინქრონული  (რეალურ დროში, ,,ლაივში“ წარმართული ლექცია) და  ასინქრონული ( სასწავლო მასალების და ვიდეო ლექციების  ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე განთავსება და სტუდენტისათვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობა)   სწავლების მეთოდები.

გთხოვთ, გაითავისოთ შექმნილი ვითარება და გაგებით მოეკიდოთ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას წარმოქნილ შესაძლო ხარვეზებს.

ჩვენი გუნდი 24 საათიან რეჟიმში  მუშაობს, რათა უზრუნველყოს   თქვენთვის სერვისის გამართულად მოწოდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!