085

2020-09-16

თბილისის ღია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მუშაობას დისტანციურად განაგრძობს!

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკა  ონლაინსწავლებაზე მყოფ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს  საბიბლიოთეკო სერვისს კვლავ დისტანციურად სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოებით სარგებლობისთვის უნდა შეხვიდეთ  ელექტრონული სწავლების პორტალზე https://students.tou.edu.ge.  შეიყვანოთ მომხმარებლის სახელი და პაროლი და შემდგომ გადახვიდეთ ბიბლიოთეკის გვერდზე; საძიებო კატალოგში შეგეძლებათ, მოძებნოთ თქვენთვის  სასურველი სახელმძღვანელო და გადმოწეროთ.

თუ კატალოგში ვერ შეძლებთ  სასურველი წიგნის მოძიებას, გთხოვთ, გააგზავნოთ  მოთხოვნა  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: 

[email protected]

[email protected]

გისურვებთ წარმატებებს

თქვენი ბიბლიოთეკა