085

2019-12-18

თბილისის ღია უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება!

თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ქალაქ ჩანგშაში კონფუძის ინსტიტუტების ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაში.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მონაწილეობით ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, თბილისის ღია უნივერსიტეტის კონფუძის კლასის კონფუძის ინსტიტუტად გარდაქმნის და ჩამოყალიბების თაობაზე.

აღნიშნული ფართო შესაძლებლობებს  მისცემს თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევით  პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

თბილისის ღია უნივერსიტეტი საქართველოში მხოლოდ მეორე საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც ფუნქციონირებს კონფუძის ინსტიტუტი.