085

2017-11-08

თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტი ჩინეთში

თბილისის ღია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ჯემალ ბალავაძე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლას ჩინეთის ძილინის უნივერსიტეტში, სახალხო დიპლომატის სპეციალობით აგრძელებს.

თბილისის ღია უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის კლასი სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფასოდ შეისწავლონ ჩინური ენა და ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება.