085

2021-03-04

თბილისის ღია უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 15 მარტს დაიწყება !

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტებისთვის 15 მარტიდან  19 მარტის 18:00 საათამდე განხორციელდება აკადემიური რეგისტრაცია.

 22 მარტიდან ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის  სასწავლო პროცესი წარიმართება  ე.წ. ჰიბრიდული მოდელით, რაც გულისხმობს სწავლას როგორც აუდიტორიებში,  ასევე დისტანციურად.   

ღია უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს აქვთ არჩევანი:  გააგრძელონ სწავლა აუდიტორიაში ან დარეგისტრირდნენ  ონლაინ ჯგუფებში.  

 სასწავლო პროცესი აუდიტორიებში წარიმართება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით.

სწავლების სასურველი ფორმა სტუდენტთა უმრავლესობამ უკვე აირჩია და შეათანხმა.

რაც შეეხება მაგისტრატურას,  კომენდანტის საათის გათვალისწინებით , 22 მარტიდან სწავლა სრულად დისტანციურად გაგრძელდება.