085

2019-02-17

თბილისის ღია უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის პირველი მასტერკლასი გაიმართა

25 იანვარს თბილისის ღია უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის პირველი მასტერკლასი
გაიმართა. „როგორ გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები გამოცდებისთვის
მომზადების პროცესში და რა როლი აქვს თანამედროვე განათლებაში ტექნოლოგიებს“ ,
მოცემულ თემაზე აბიტურიენტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
მრჩველმა გიორგი ბაქრაძემ და ხანის აკადემიის წარმომადგენელმა მარიამ მჭედლიშვილმა
ისაუბრეს.


შეხვედრას 400-ზე მეტი აბიტურიენტი დაესწრო. შეხვედრაზე მოსწავლეებს სიტყვით
მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა , გიორგი ამილახვარმა და ყველა მონაწილეს თბილისის
ღია უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადასცა ტექნოლოგიების შემსწავლელი 1000 ლარის
ღირებულების ერთწლიანი სასწავლო პროგრამის ვაუჩერი. მოცემული ვაუჩერით
აბიტურიენტები ისარგებლებენ მას შემდეგ რაც ისინი გახდებიან პირველი კურსის
სტუდენტები.

უნივერსიტეტის რექტორმა ასევე დააანონსა აღნიშნული მასტერკლასების სერიის
განხორციელება საქართველოს მასშტაბით , რომელიც მარტში აიღებს სტარს ბათუმში.