085

2019-06-24

თქვენი გზა ევროპული განათლებისკენ!

თბილისის ღია უნივერსიტეტი (TOU) და ტურიზმისა და ეკოლოგიის უნივერსიტეტი  „Sucha Beskidzka“ (კრაკოვი, პოლონეთი) აცხადებენ საქართველოში, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, ერთობლივი პროგრამების რეალიზაციას. ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაფუძნებულ „ტურიზმის სკოლის“ ბაზაზე  ვთავაზობთ ჩვენს მსმენელებს, ევროპული სტანდარტებით შედგენილ საუკეთესო სასწავლო მოკლევადიან პროგრამებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ მაღალკვალიფიციური ქართველი ტურიზმის სფეროში გამოცდილი პროფესორები: კობა არაბული, ნიკო კვარაცხელია, ანი კლდიაშვილი, მალხაზ ღვინჯილია და სხვები. სწავლის შედეგია - ორმაგი სერტიფიკატი და ევროპაში სასწავლო პრაქტიკისა და მიზნობრივი სტაჟირების შესაძლებლობა.

 

ჩვენი უპირატესობებია:

  • ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და უახლესი სასწავლო პროგრამები;
  • ორმაგი, ქართულ-პოლონური სერტიფიკატი;
  • სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა კრაკოვის უნივერსიტეტში და მის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში;
  • სწავლის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ევროპულ სასწავლებლებში;
  • დისტანციური სწავლება და ევროპელი ლექტორების საუკეთესო გამოცდილება მხოლოდ ჩვენი სტუდენტებისთვის;
  • თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სასწავლო გარემო.
  • გიდი-ექსკურსიამძღოლი (სახაზო/გამყოლი, გიდ-თარჯიმანი, გიდი-მძღოლი, ქალაქის, დესტინაციის);
  • ტუროპერატორი (ნაციონალური, რეგიონული, მუნიციპალური დონის; კულტურულ-შემეცნებითი, ეკო-აგრო-სასოფლო, სათავგადასავლო, მომლოცვე­ლო­ბითი, რეკრეოლოგიური და სხვა მიმართულებებით).

ტრენინგების ფორმა/ვადა: განსხვავებულია სპეციალიზაციებისა და ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებით; გამოყენებული იქნება დასწრებულ-დაუსწრებელი ფორმა (საშუალოდ 30 სთ. აუდიტორიული ინტენსივი და 30 საათიანი გეგმიური თვითმომზადება).

რეგისტრაციის ვადაა 2019 წლის 5 ივლისი.

მოგვწერეთ თქვენი სახელი გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია, შემდეგ მეილზე: [email protected]

კურსის ღირებულება:  490 ლარი;

დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

599 709 388 - კობა არაბული

591 011 098 - ქეთევან მდინარაძე