085

2019-09-23

TOU-ს რექტორის სამუშაო შეხვედრა ჩინეთში!

თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთში ქალაქ პეკინში მოლაპარაკება გამართა კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის ვიცე პრეზიდენტთან Zhao Guocheng-თან, Tou-ს კონფუცის კლასის ინსტიტუტად გარდაქმნის თაობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია და საელჩოს სხვა წარმომადგენლები.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისას, Tou-ს რექტორმა გიორგი ამილახვარმა კიდევ ერთი შეხვედრა გამართა პარტნიორი ლანჟოუს უნივერსიტეტის პრეზიდენტ Chun-Hua Yan- თან, სადაც მოხდა შეთანხმება ერთობლივი კვლევითი და გაცვლითი  პროექტების შესახებ.