085

2019-12-16

TOU-ში ,,სპარკის" პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო!

13 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტში დაიწყო პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ხორციელდება ,,სპარკთან" ერთად.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მიზანია უზრუნველყოს სტუდენტების სტარტაპული გამოცდილება უნივერსიტეტში სწავლის დასაწყისიდანვე, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა დახვეწონ მეწარმეობის კურსის ფარგლებში დამუშავებული იდეები და შექმნან ქმედითი სტარტაპები, რომლებიც შემდგომში რეალურ ბაზარზე იმუშავებენ.

https://www.facebook.com/AcceleratorSpark/