085

2020-05-01

ცვლილებები სტუდენტთათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესში

 

ძვირფასო სტუდენტებო,

ელექტრონული სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიცვალა  შეფასების კომპონენტების განხორციელების წესი და ვადები. შესაბამისად, დაკორექტირდა აკადემიური კალენდარი და სემესტრის დასრულებამდე შესასრულებელი აქტივობები ასე გადანაწილდა:   

ბაკალავრიატი:

18-22 მაისი (მე-13 კვირა)-ბოლო სალექციო;

25-29 მაისი (მე-14 კვირა) -ასინქრონული შუალედური  გამოცდის ჩანაცვლება  და  10 ქულიანი რეფერატების კვირა;

1-4 ივნისი - (მე-15 კვირა-) -ასინქრონული შუალედური  გამოცდის  აღდგენის კვირა;

5-12 ივნისი - (მე-15-16 კვირა) დასკვნითი გამოცდები/ელექტრონული ტესტები;

12-26 ივნისი- (მე-16-17-18 კვირა) დამატებითი გამოცდები/დასკვნითის გადაბარება და საბაკალავრო  დაცვები.

 

მაგისტრატურა:

25-29 მაისი (მე-13 კვირა)- ბოლო სალექციო;

1-5 ივნისი (მე-14 კვირა) -ასინქრონული შუალედური გამოცდის  და 10 ქულიანი რეფერატების კვირა;

8-11 ივნისი - (მე-15 კვირა-) -ასინქრონული შუალედური  გამოცდის  აღდგენის კვირა;

12-18 ივნისი -(მე-15-16 კვირა) დასკვნითი გამოცდები;

19 ივნისი- 3 ივლისი (მე-16-17-18 კვირა) დამატებითი გამოცდები/დასკვნითების გადაბარება და სამაგისტრო დაცვები.

 

შეფასების კომპონენტები:

შეგახსენებთ, რომ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით, რომელიც მოიცავს შუალედურ შეფასებას (არაუმეტეს 70 ქულით) და დასკვნით შეფასებას (არაუმეტეს 30 ქულით).

შუალედური შეფასება :

აღნიშნული 70-ქულიანი შუალედური შეფასება გადანაწილებულია სემესტრის მანძილზე განსახორციელებელ 3 კომპონენტზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.

ესენია:

ა) აქტიურობა - შეფასდება პროფესორთან უკუკავშირის საფუძველზე გადაგზავნილი დავალებებით;

ბ)  შუალედური გამოცდა : შუალედური გამოცდა მიმდინარე სემესტრში ტრადიციული ფორმით გაუქმდა და დისტანციურ რეჟიმში სწავლის პირობებში  ჩატარდება ასინქრონულად, შემდეგი სახით:  ყველა დისციპლინაში სასწავლო კურსის განმახორციელებელი პროფესორი, კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, სტუდენტს განუსაზღვრავს  დავალებას, მაგ.,ტექსტის ანალიზი, ესე, რეფერატი, კაზუსი, ინდივიდუალური პრეზენტაცია ან/და სხვ., და ამ დავალების შესრულების ვადას.  დავალება ყველა დისციპლინაში ეგზავნება სტუდენტს  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული  სისტემის პირად პროფილში (students.emis.ge) და განთავსდება  ,, დავალებების“  ველში.

 დავალებაში დეტალურად იქნება გაწერილი, თუ როგორია კონკრეტული სასწავლო კურსის განმახორციელებელი პროფესორის მოთხოვნები და მათი შესრულების შეფასების კრიტერიუმები.  

სავალდებულოა აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვა!

შესრულებული დავალება მიიღება არაუგვიანეს მე-14 სასწავლო კვირისა. პროფესორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ კომპონენტის შეფასება პროფესორის მიერ თოუ  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში უნდა აისახოს არაუგვიანეს  მე-15 სასწავლო კვირისა ( 2020 წლის 1 ივნისი-ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის  და 2020 წლის 8 ივნისი- მაგისტრატურის სტუდენტებისათვის).  იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ მოახერხებს ამ ვადებში დავალების გადაგზავნას - ეძლევა საშუალება ხელმეორედ მიიღოს პროფესორისგან ინდივიდუალური დავალება არაუგვიანეს მე-15 სასწავლო კვირისა (1-4 ივნისი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; 8-11ივნისი მაგისტრატურის სტუდენტებისთვის). 

 

გ) რეფერატი/პროექტი; მისი გადაგზავნა პროფესორისათვის  უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს სემესტრის მე-13 კვირისა (18-22 მაისი- ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის; 25-29 მაისი-მაგისტრატურის სტუდენტებისთვის);

 

სტუდენტს, რომელსაც შუალედური კომპონენტიდან ექნება აქტივობები (მინიმუმ შუალედური გამოცდის ჩამანაცვლებელი დავალება და აქტივობები), დაშვებული იქნება ფინალურ გამოცდაზე.

დასკვნითი შეფასება:

 ისევე როგორც ტრადიციული სწავლებისას, დისტანციური სწავლის  პირობებშიც წარმოებს  დასკვნითი გამოცდის სახით.

  • დასკვნითი გამოცდა შეფასების სავალდებულო კომპონენტია. ჩატარდება კურსის დასრულებისას, სემესტრის მე-15-16 კვირას (ბაკალავრებისთვის 5-12 ივნისი; მაგისტრანტებისთვის 12-18 ივნისი)  და შეფასდება 30 ქულით.

 

  • დასკვნით გამოცდამდე სტუდენტმა უნდა დაფაროს სწავლის საფასური.

 

  • დასკვნითი გამოცდა ჩატარდება სინქრონული/დისტანციური დავალებით (დახურულბოლოიანი ტესტებით/მალთიფალჩოის) და მის ადმინისტრირებას განახორციელებს ელექტრონული სწავლების მართვის ჯგუფი.
  • სტუდენტები დაწერენ ტესტს დისტანციურად (ანალგოიურ ფორმატში როგორც წინა სემესტრის შუალედური გამცდის დროს) თოუ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში (სტუდენტის პირად პროფილში ემატება  ახალ ველი ,,ელექტრონული გამოცდა“) და განისაზღვრება დავალების შესასრულებლად გონივრული დრო (არანაკლებ 1 ასტრონომიული საათისა). ტესტებში შესული იქნება მხოლოდ ის მასალა, რაც დისტანციურ სწავლების დროს იქნა კურსში გავლილი.  
  • სტუდენტი პირადი პაროლით და მომხმარებლის სახელით (user) შედის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ( students.emis.ge ) , ირჩევს ველს ,,ელექტრონული გამოცდა“, ტესტირების დასაწყებად კიდევ ერთხელ შეყავს პირადი პაროლი და მომხმარებლის სახელი და ირჩევს სასურველი საგნის დასკვნითი გამოცდის ტესტს. დეტალური ინსტრუქცია, ვიზუალური ახსნით დაიდება გამოცდებამდე ერთი კვირით ადრე.
  • ტესტირების დასრულებისას ჯამდება  სწორი პასუხების რაოდენობა და გამოცდის  შედეგი  ავტომატურად აისახება სტუდენტის  სასწავლო ბარათში ;

 

  • იმ სტუდენტებს, რომელთაც არ აქვთ მუდმივი წვდომა ინტერნეტთან ან შესაბამისი მოწყობილობა, ან ნებისმიერ სტუდენტს, შესაძლებლობა ექნებათ დასკვნითი გამოცდა/ტესტი შეასრულონ მათთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საგანში ერთად ან ცალ-ცალკე; ერთ დღეს ან ნებისმიერ სტუდენტისთვის მოსახერხებელ დროს ფინალური გამოცდების პერიოდში (მაგალითად 5-12 ივინისის ნებისმიერ პერიოდში); ანალოგიური წესი იმოქმედებს გადაბარების დროსაც.
  • ტესტირების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში (ინტერნეტის ან ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა) ხარვეზის წარმოშობამდე შეტანილი ინფორმაცია სრულად ინახება და შეფერხების აღმოფხვრის შემდგომ  სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გააგრძელოს დაწყებული ტესტირება და დაასრულოს გამოცდა ფინალური გამოცდების პერიოდში ნებისმიერ დროს.

 

გაითვალისწინეთ:  იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ჩაიჭრება დასკვნით გამოცდაზე, ან სასწავლო კურსში დასკვნითი გამოცდის ქულის ჩათვლით ჯამურად  მოაგროვებს  41-50 ქულას ან სურვილი აქვს გაიუმჯობესოს მიღებული შეფასება, სემესტრის  მე-17-18 კვირას აბარებს დამატებით გამოცდას (დასკვნითი გამოცდის  შედეგების დადგომიდან არანაკლებ 5 დღის  შუალედით). დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება ასევე ეძლევათ სტუდენტებს, რომლებმაც საპატიო მიზეზით   ვერ  ჩააბარეს   დასკვნითი  გამოცდები უნივერსიტეტის მიერ  განსაზღვრულ პერიოდში. ამ შემთხვევაში დამატებითი გამოცდის ფორმატი და ჩაბარების წესი  იგივეა, რაც დადგენილია დასკვნითი გამოცდისთვის. დასკვნითი გამოცდის გადაბარება მიმდინარე სემესტრში ნებისმიერი სტუდენტისთვის უფასოა. 

 

არ იცვლება გამოცდის შედეგების გასაჩივრება/აპელაციის წესი.

  • გამოცდის შედეგების გაპროტესტება შესაძლებელია კონკრეტული სასწავლო კურსის შედეგის დადგომიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, წერილობით, სკოლის დეკანთან.
  •  საჩივარი შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონულად (სასწავლო პროცესის მართვის ელ.პროგრამაში, პროტესტის ფორმის სტანდარტის აუცილებელი დაცვის პირობით),  სტუდენტის პირადი პროფილიდან.
  • სტუდენტს უფლება აქვს გამოითხოვოს შესრულებული ტესტი; გასაცნობად სტუდენტმა იგივე წესით უნდა მიმართოს დეკანატს გამოცდის შედეგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში;                                          
    სტუდენტს შეუფერხებლად მიეცემა ნაშრომის დედანში გაცნობის უფლება განცხადების წარდგენიდან შემდეგი სამუშაო დღის დასრულებამდე;                             
    საჩივარში უნდა მიეთითოს კონკრეტულად, თუ შედეგის რა ნაწილს აპროტესტებს სტუდენტი. პროტესტი უნდა იყოს დასაბუთებული. ზოგადი პროტესტი არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვებაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;.
  • სტუდენტის მიერ დასაბუთებული პროტესტის შემთხვევაში,  საჩივრის განხილვის მიზნით სკოლის დეკანი ქმნის სააპელაციო კომისიას, (მინიმუმ 3 წევრისგან), რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სკოლის აკადემიური პერსონალი, მოწვეული სპეციალისტი ან დარგის ექსპერტი.
  • კომისია ვალდებულია 5 სამუშაო დღის  ვადაში საფუძვლიანად შეისწავლოს და ობიექტურად განიხილოს სტუდენტის ნაშრომი,  რომელიც მას გადაეცემა დაშიფრული სახით.
  • კომისიას უფლება აქვს დატოვოს იგივე შეფასება, დაწეროს უფრო დაბალი ქულა ან პირიქით.
  • კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
  • შესაბამისი სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია სტუდენტების საგამოცდო ნაშრომები დაარქივოს 1 თვით.

 

 

 

პრაქტიკული კომპონენტი:

ელექტრონული სწავლების რეჟიმში პრაქტიკული კომპონენტის შეფასება ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების და ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის განხორციელდება შესაბამისი პროგრამის განმავითარებელი ჯგუფის მიერ შემუშავებული წესით, რაზედაც სტუდენტები ინფორმირებულები იქნებიან  კომპონენტის დასრულებამდე არანაკლებ 4 კვირით ადრე, თუ რა სახის ჩამანაცვლებელი დავალება/აქტივობა უნდა განახორციელონ.

 

საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების დაცვები

საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომების დაცვა   შედგება  სწავლების მე-17/18 კვირას , დისტანციურ რეჟიმში,  ZOOM  პლატფორმის გამოყენებით  და უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციებით დადგენილი პროცედურის და სტანდარტების დაცვით.

 

 

ქ. თბილისი, 2020 წლის 1 მაისი