085

2020-06-11

უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ღია უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის

11 ივნისს თბილისის ღია უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი მედიაციის ცენტრის დაფუძნებას.

მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და თბილისის ღია უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ მედიაციის განათლებაში ინტეგრირების, ასევე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კუთხით.