085

2019-10-30

ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან ერთად!

25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა ურთიერთგაგების მემორანდუმის პრეზენტაცია.

თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა ქეთევან ცხადაძემ პროგრამაში ჩართულ სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად და ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯის პრეზიდენტმა მარკუს კოტცურმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და ქართული უნივერსიტეტები თანხმდებიან, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის გზით.