085

2019-05-14

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ღია უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

13 მაისს თბილისის ღია უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

ამასთან ერთად, აღნიშნული უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობით ხორციელდება ინტერდისციპლინური, მრავალპროფილური კვლევითი პროექტი, რომელიც ეხება ანაკლიის პორტისა და ქალაქის განვითარებას.

 შეხვედრაზე, ასევე, დაიგეგმა სხვა ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება.