085

2019-12-24

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თოუ-სა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის!

24 დეკემბერს თბილისის ღია უნივერსიტეტსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშორომლობის მემორანდუმი.

მემომრანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ამილახვარმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

მემორანდუმის  ფარგლებში  იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებას და მათი აპარატის მუშაობაში მაქსიმალურ ჩართვას.