სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი არის უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამის პირობებს ქმნის გამოყენებითი და ფუნდამენტური ხასიათის კვლევების განსახორციელებლად. მონაწილეობს მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო კადრების მომზადებაში.


ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის მმართველობით საბჭოს თავმჯდომარის და სენატის წინაშე.

ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მარეგულირებელი საერთაშორისო აქტების, უნივერსიტეტის დებულების, წინამდებარე დებულების და უნივერსიტეტში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მისი ფინანსები და ქონება განუყოფელია თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსებისა და ქონებისაგან.



ცენტრის მიზნები

  • საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
  • ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
  • ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მომზადება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების წახალისება და ხელშეწყობა.



თოუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიზანია სტუდენტებისა და თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომების მონიტორინგი რაც მოიცავს შემდეგს:

კვლევის პროტოკოლისა და კვლევაში მონაწილეებისათვის განკუთვნილი ინფორმირებული თანხმობის და სხვა მასალების განხილვა.

კვლევის დამტკიცება (აღიარება).

სამეცნიერო კვლევაში ჩართული პირების დაცვა კვლევითი ეთიკის პრინციპებისა და რეგულაციების გათვალისწინებით.

უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების პროგრესის მონიტორინგი და პერიოდული (წლიური) განხილვა

მიმდინარე კვლევაში შესული ნებისმიერ ცვლილების შესწავლა და დამტკიცება.

სტრატეგიის შემუშავება რათა უნივერსიტეტმა უკეთ შეძლოს სამეცნიერო კვლევის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელება რაც ასევე შესაბამისობაში იქნება უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმასთან.

ახალი კვლევების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, პოტენციურ კვლევებზე ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.

კვლევის პუბლიკაციის ხელშეწყობა და მისი შედეგების გავრცელება როგორც უნივერსიტტის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. მენეჯმენტის ან სენატის მიერ წამოჭრილი ნებისმიერი კვლევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

სამეცნიერო კონფერენციებზე წარსადგენი მასალის განხილვა და აღიარება

სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტში არსებული ეთიკის კომიტეტი განიხილავს ადამიანებზე ჩატარებული კვლევის შესაბამისობას ეთიკურ პრინციპებთან. მისი მიზანია ეთიკური კომიტეტის საქმიანობის თანმდევი საკვანძო ეთიკური საკითხების წარმოჩენა ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით.