085

სტიპენდიები

სტიპენდიის დანიშვნის წესი

რატომ გასცემს თოუ სტიპენდიას?

წარჩინებული სწავლის, სამეცნიერო მუშაობის  და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის წახალისების მიზნით თოუ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის  აწესებს სტიპენდიას. 

გადაწყვეტილებას სტიპენდიის დანიშვნის შესახებ, სკოლის დეკანის წარდგინების საფუძველზე, იღებს რექტორი.

სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება თვეში  100 ლარით.

როგორ შეიძლება გახდე თოუს სტიპენდიანტი?

სტიპენდია ენიშნება ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის მონაცემების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს.

სტუდენტის რეიტინგის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA 3.0 -ზე მეტი);
  • მონაწილეობა კონფერენციებში/უნივერსიტეტის სახელით განხორციელებულ პროექტებში (+ 1 ქულა);
  • მონაწილეობა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში (+ 0,5 ქულა);
  • მონაწილეობა სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში (+ 0,5 ქულა).

სასტიპენდიო ადგილების რაოდენობას სემესტრის დასაწყისში განსაზღვრავს  რექტორი.

თუ სტიპენდიანტი სემესტრის განმავლობაში შეიჩერებს სტუდენტის სტატუსს -სტიპენდიის გაცემა წყდება.