მედიცინის სკოლა

085

მედიცინის სკოლა

სკოლის შესახებ

TOU-ს მედიცინის სკოლა ორიენტირებულია მისი სტუდენტებისა და პერსონალის ინტელექტუალური და პროფესიული უნარების გაღრმავებაზე. სკოლის მთავარი მიზანია გაზარდოს პაციენტზე ორიენტირებული ექიმი პროფესიონალები რომლებიც იზრუნებენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. სკოლის მისიაა თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარჩვევების განვითარებით სტუდენტს მისცეს საერთაშორისო შრომის ბაზარზე არსებული ტენდენციების შესაბამისი განათლება ასევე ხელი შეუწყოს მულტიკულტურული და დემოკრატიული კლიმატის შექმნით, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას.

მედიცინა მრავალმხრივი დარგია, დაავადებების მრავალფეროვნება და რთული ეტიოპათოგენეზი მოითხოვს ყოველმხრივ განვითარებული და სათანადო დონეზე ცოდნით აღჭურვილი კადრის მომზადებას, რომელიც შესაძლებელია მედიცინის სკოლის პროგრამების ფარგლებში. სკოლის მიზანია რომ TOU-ს მედიცინის სკოლის კურსდამთავრებული იყოს მაღალი კომპეტენციის და სამეცნიერო უნარ-ჩვევების მქონე ექიმი, რომელსაც უნარი აქვს ფეხი აუწყოს მედიცინის მუდმივად ცვალებად ტენდენციებს, განახლებებს და მუდმივად იმუშაობს თავის სამეცნიერო და პროფესიული ზრდისათვის.

მედიცინის პროგრამა TOU-ში აგებულია ევროპული კრედიტების (ECTS) სისტემის საფუძველზე, ორიენტირებულია სტუდენტზე და ემყარება სტუდენტის აკადემიურ დატვირთვას, რომელიც საჭიროა სასწავლო პროგრამის მიზნების მისაღწევად.