სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)

085

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია დიპლომირებული სტომატოლოგის საქმიანობისათვის საჭირო კომპეტენციების მიღწევის უზრუნველყოფაზე, რომლის განხორციელება შესაძლებელია პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კომპონენტის შესწავლის შედეგად მიღწეული ცოდნისა და უნარების სინთეზის საფუძველზე, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ეროვნული ჩარჩოს შესაბამისად. დიპლომირებული სტომატოლოგის მომზადება მიმდინარეობს დარგობრივი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით, ამასთანავე პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ზოგადი კომპეტენციების შემეცნების საშუალებას. პროგრამა ასევე მოიცავს დიპლომირებული სტომატოლოგის საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო (სავალდებულო და არჩევით) სასწავლო კურსებს, პროფესიული ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტს და თავისუფალ სასწავლო კურსს. დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამის კომპონენტები მიმართულია პროგრამაში დასახული მიზნების მიღწევაზე და სწავლის შედეგად დიპლომირებული სტომატოლოგის კომპეტენციების ჩამოყალიბებაზე. მისაღწევი კომპეტენციების ფორმირების ლოგიკური თანმიმდევრობა და ევოლუცია განსაზღვრავს დიპლომირებული სტომატოლოგის პროგრამის შინაარსს, მის სტრუქტურას, რაც ასახულია სასწავლო გეგმაში. 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
დიპლომირებული სტომატოლოგი
სწავლების ენა:
ინგლისური

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე უტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში, რომელიც უნდა აკმაყოფილებლედს B2 დონეს, ასევე ჩაუტარდებათ ტესტირება საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია), რომელებშიც პირმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 

სწავლის ხანგრძლივობა
10 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20კვირას)

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომიტებული სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიური), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით.