მედიცინა (ინგლისურენოვანი)

085

მედიცინა (ინგლისურენოვანი)

პროგრამა ორიენტირებულია სამედიცინო სფეროში საქიმიანობისათვის საჭირო კომპეტენციების მიღწევის უზრუნველყოფაზე, რაც შესაძლებელია პროგრამის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის დაძლევის შედეგად მიღწეული ცოდნისა და უნარების სინთეზის საფუძველზე, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ჩარჩოთი და მედიცინის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული დიპლომირებული მედიკოსის კომპეტენციებისა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით. კურიკულუმში დომინირებს ინტეგრირებული სწავლების კომპონენტები.

პროგრამის მიზანად ისახავს საერთაშორისო დონის, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი დიპლომირებული მედიკოსის მომზადება, რომელსაც გაცნობიერებული აქვს ექიმის ძირითადი ღირებულებები (წყარო:https://physiciansfoundation.org/about/core-values/), აკმაყოფილებს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნებს.

პროგრამა წარმოდგენილია ოთხი ფაზით:

I ფაზა (საბაზისო) (I-IV სემესტრი)

  • ბიოსამედიცინო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების ფუნდამენტური შესწავლა კლინიკური და კვლევითი უნარების განმავითარებელ კომპონენტებთან ინტეგრაციაში.

II ფაზა (პრეკლინიკური) (V- VI სემესტრი)

  • საბაზისო დონეზე მიღებულ ცოდნაზე დაშენდება დაავადებათა პათოგენეზის, ფარმაკოლოგიის, ფიზიკური შეფასების შესწავლითა და კლინიკური უნარების გაღრმავებით. პრეკლინიკური ფაზა ორიენტირებულია იმ ფართოდ გავრცელებული დაავადებების სიმპტომებისა და ნიშნების სწავლებაზე, რომლებიც ყველაზე ნათლად ასახავს შესაბამისი სასწავლო კურსების ძირითად მიზნებს.

III ფაზა (კლინიკური) (VII- X სემესტრი)

  • კლინიკურ ფაზაში ხდება ცოდნისა და უნარების გაღრმავება კლინიკურ მიმართულებებში. სტუდენტები კლინიკური როტაციების სახით სწავლობენ ძირითად კლინიკურ სასასწავლო კურსებს

IV ფაზა (კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა) (XII სემესტრი)

  • მოცემულ ფაზაში სხვადასახვა დეპარტამენტებში ხორციელდება კლინიკური პრაქტიკის კურსი, ე.წ კლერკშიფი.

კლინიკური სწავლება ხორციელდება როგორც საუნივერსიტეტო ბაზაზე არსებული კლინიკური სიმულაციის ლაბორატორიაში ასევე კლინიკურ ბაზებში (პირველადი, მეორეული, მესამეული დონის სერვისების მქონე კლინიკებში), რომლებიც უზრუნველყოფილია სათანადო სასწავლო ფართითა და სალექციო დარბაზებით, სტუდენტებისათვის კლინიკებიდან ხელმისაწვდომია საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო ბაზა პროგრამის განხორციელებისას კლინიკური ბაზები წარმოდგენილია 43 ჰოსპიტლით. კლინიკურ ბაზებში სტუდენტების როტაცია ხორციელდება მოდულების მიხედვით.

თბილისის ღია უნივერსიტეტის აფილირებულ კლინიკას წარმოადგენს ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი, რომლის მულტიფროფილური დეპარტამენტებში მომუშავე აკადემიური პერსონალი ჩართულია სწავლების პროცესშ. აფილირების თანამშრომლობა მოიცავს სხვადასხვა ექსტრაკურიკულურ აქტივობებს, როგორიცაა: სტაჟრება, სტუდენტური სტიპენდია და აშ. ასევე მოიცავს უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მიერ საჯარო ლექციების ორგანიზებას და სხვა საჯარო აქტივობებს.

სწავლება განხორციელდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა: ინტერაქციული ლექციები, როლური თამაშები, პაციენტის საწოლთან სწავლება, სიმულაციურ გარემოში სწავლება, 3 D ვიზუალიზაციით სწავლება და სხვ. სტუდენტები დაეუფლებიან საკვანძო პრაქტიკულ უნარებს (მაგ. ანამნეზის შეკრება, პრაქტიკული პროცედურების ჩატარება ( BLS, ECG, IV და აშ). სიმულაციური სწავლების გზით სტუდენტები შეისწავლიან იმ უნარებს (კლინიკური, ლაბორატორიული და ა.შ ) რომელიც აუცილებელია მათი როგორც პროფესიონალის ფორმირებაში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტი სწავლების პირველივე სემესტრიდან ხვდება კლინიკურ გარემოში (სასწავლო კურსი ექიმი და პაციენტის-ს ფარგლებში).

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საქართველოს მოქალაქეს -

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე

უცხოეთში განათლება მიღებული პირებისათვის ( როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით)-

  • ზოგადი (სასკოლო) განათლება
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა

სწავლის ხანგრძლივობა

თორმეტი სემესტრი ( 6 წელი)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია

დიპლომირებული მედიკოსი