085

ღია უნივერსტეტის ბიბლიოთეკა

მომსახურება, კონსულტაცია

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალური და/ან ჯგუფური კონსულტაცია საბიბლიოთეკო სერვისის, ბიბლიოთეკათშორისო მომსახურების, სამეცნიერო ბაზების მოხმარების, რეფერატების საბაკალავრო, სამაგისტრო ნაშრომების და კვლევით პროექტებზე მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მასალების, წყაროებისა და ბიბლიოგრაფიული მონაცემების მოძიებას კუთხით) ასევე, სხვა თქვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ა. ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბიბლიოთეკარს სამუშაო საათებში.

ბ. ბიბლიოთეკათშორისი მომსახურების მსურველებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ დანართი 1). მკითხველს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად მაქსიმუმ 3 წიგნი მოითხოვოს. მოთხოვნილი ლიტერატურა ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.

გ. ჯგუფური კონსულტაციების და/ან ტრენინგების მსურველებმა უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. დანართი 2) კონსულტაციები ჩატარების დრო და ადგილი შეთანხმდება ჯგუფის წევრებთან

საპლიკაციო ფორმები უნდა გააგზავნოთ მაილზე: [email protected]