085

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 2002 წელს დაარსდა სახელწოდებით "საქართველოს საგადასახადო-საბაჟო აკადემია“ . დამფუძნებლებს შორის ამ სფეროს წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები იყვნენ.

2012 წელს საგანმანათლებლო და შრომის ბაზრის დინამიკის გათვალისწინებით, უნივერსიტეტის ახალი მენეჯმენტის ხედვით, სასწავლებელს სახელი შეეცვალა და "თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი" (თოუ) დაერქვა.

თბილისის ღია უნივერსიტეტმა სწრაფად განვითარებადი და მზარდი უნივერსიტეტის სახელი დაიმკვიდრა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ მისი დაარსებიდან დღემდე ის მცირე ზომის სასწავლო დაწესებულებიდან ფართო სპექტრის, მრავალპროფილურ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. დღეს თოუ თავისი აკადემიური პერსონალით, სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით ასობით დარგის ექსპერტსა და ინტელექტუალს აერთიანებს.

განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა თოუს თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან . მათი ექსპერტიზის გათვალისწინებით და გამოცდილების გაზიარებით, ამ წლების განმავლობაში შეიქმნა ახალი სკოლები, დეპარტამენტები, ცენტრები, განხორციელდა ინოვაციური კვლევები, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენციები და სემინარები. თოუმ მრავალ ცნობილ მეცნიერს, მწერალს, ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს უმასპინძლა.

თბილისის ღია უნივერსიტეტის კამპუსიც მუდმივად ვითარდებოდა. დღეს უნივერსიტეტი ახალ, უახლესი სტანდარტებით აშენებულ შენობაშია განთავსებული და სრულად აღჭურვილ აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, სიმულაციურ ცენტრებს, სტუდენტურ სივრცეებსა და ბიბლიოთეკას მოიცავს.

თოუ პერმანენტულად ვითარდება რეგიონში წამყვანი უნივერსიტეტის სახელის დასამკვიდრებლად და ემსახურება მიზანს: უნივერსიტეტში მულტიკულტურული და დემოკრატიული კლიმატის შექმნით, ხელი შეუწყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მქონე პიროვნების ფორმირებას“.