085

სტუდენტური თვითმმართველობა

თვითმმართველობა

ღია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გახდეს სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს თვითმმართველობის წევრი. სტუდენტური თვითმმართველობა, ადმინისტრაციასთან ერთად, აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყეტილებების მიღებისა პროცესში.

თვითმმართველობის მიზანია, სტუდენტური ცხოვრება გახადოს მრავალფეროვანი და საინტერესო; გაზარდოს სტუდენტთა სამოქალაქო აქტივობა, ჩაერთოს სხვადასხვა სოციალურ პროქტში; შექმნას თანაბარუფლებიანი და თბილი გარემო იმისთვის, რომ სტუდენტებს თვითრეალიზაციისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცეთ; მოაწყოს სხვადასხვა ტიპის აქტივობა: საჯარო ლექციები, ტრენინგები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, გამოფენები, კონკურსები და ა.შ. და, რაც მთავარია, დაიცვას სტუდენტთა უფლებები და ინტერესები.

პრეზიდენტი: ანდრია პავლიაშვილი,
სამართლის სკოლის სტუდენტი,
საკონტაქტო ნომერი: 568652700

ვიცე-პრეზიდენტი: თამაზ მორალიშვილი,
ბიზნეს-ადმინისტრირების სტუდენტი,
ტელ: 568693030