085

მობილობა

მობილობა თოუში წელიწადში 2-ჯერ ხორციელდება - შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში. 

იმისათვის რომ სტუდენტმა შეძლოს თოუში მობილობით გადმოსვლა და ისარგებლოს მთელი რიგი პრივილეგიებით საჭიროა: 

დარეგისტრირდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: www.students.eqe.ge

უნივერიტეტების ჩამონათვალში აირჩიოს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი და გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: students.eqe.ge/VacancyInfo

გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში

გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში.

დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით თბილისის ღია უნივერსიტეტის ადმინისტრაციას [email protected] და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები.

გაეცნოს თბილისის ღია უნივერსიტეტის მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.

დარეგისტრირდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე და უნივერსიტეტების ჩამონათვალში მონიშნეთ  თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი. 

წესი/პროცედურა

წარმოსადგენი დოკუმენტები:  
საბაკალავრო პროგრამებზე 

ჩარიცხვამდე: 

  •  ატესტატი (ასლი)
  •  მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათის ასლი
  •  მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების ასლი
  •  ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი
  •  განცხადება რექტორის სახელზე

ჩარიცხვის შემდეგ:

  •  ატესტატი( დედანი)
  •  სტუდენტის სასწავლო ბარათი
  •  2 ცალი ფოტოსურათი 3X4
  •  წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის)

აირჩიე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი!

მისამართი: ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ.#2 (ვაკე-საბურთალოს კვეთა);

ტელ: (+995 32) 2402946